ზლანატ იბრაჰიმოვიჩმა ლოს ანჯელეს „გალაქსი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია როგორც თავად ფეხბურთელმა, ისე ამერიკულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურეს.
შვედმა კი, MLS-ს გულშემატკივრებს რჩევა მისცა და უთხრა, რომ შეუძლიათ ბეისბოლის ყურებას დაუბრუნდენ.
„მივედი, ვნახე, დავიპყარი. მადლობა ლოს ანჯელეს „გალაქსის“, რომ მეორედ გამაცოცხლა. გულშემატკივრებს: გინდოდათ ზლატანი და მიიღეთ ზლატანი. ისტორია გრძელდება... ახლა შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ბეისბოლის ყურებას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ზლატანმა.
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი „გალაქსიში“ 2018 წლის მარტიდან მოყოლებული თამაშობდა და 58 მატჩში 53 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 38 წლის შვედი ფეხბურთელი.