მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მიიჩნევს, რომ ყველაზე რთული სერხიო რამოსის წინააღმდეგ თამაშია.
პოლონელის განცხადებით, ბევრი კარგი მცველი არსებობს, მაგრამ ესპანელთან დაპირისპირება განსხვავებულია.
„ბევრი კარგი მცველი არსებობს, მაგრამ სერხიო რამოსის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.ესპანელი ძალიან ძლიერი მოთამაშეა. თუმცა, ამავდროულად ასეთი დუელები ყოველთვის საინტერესოა“, - აღნიშნა ლევანდოვსკიმ.