ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ფაუსტინო ასპრილია იხსენებს, რომ პარაგვაელი მეკარის, ხოსე ლუის ჩილავერტის მკვლელობას სთავაზობდნენ, რაზეც ცხადია, უარი თქვა.
1997 წლის 2 აპრილს, პარაგვაი - კოლუმბიის თამაში (1998 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე), მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს, ხოლო მატჩის მიმდინარეობისას, ჩილავერტსა და ასპრილიას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
იმხანად „ნიუკასლის“ ფორვარდს ნარკომომხმარებლები შეხვდნენ და უთხრეს, რომ მზად იყვნენ ჩილავერტი მოეკლათ.
„თამაშის დასრულებისთანავე ტელეფონზე დამირეკეს: „მე ხულიო ფიერო ვარ, შეგიძლია ჩემს სასტუმროში მოსვლა?“ მივედით მე და ვიქტორ არისტიზაბალი, იქ ვნახე ის ადამიანი კიდევ 10 პერსონასთან, რომლებიც ფხიზელ მდგომარეობაში არ იყვნენ და პარაგვაელ ქალებთან ერთად. ამ დროს მათ გვითხრეს: „ჩვენ გვინდა ნებართვა, რომ მოვკლათ ეს მსუქანი ჩილავერტი. მე მაშინვე ვუპასუხე: „გიჟი ხარ? ის, რაც მინდორზე ხდება, იქვე მთავრდება“, - გაიხსენა ასპრილიამ.