ფეხბურთი

9:47 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მალდინის ვაჟმა „მილანთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

იტალიელმა შემტევმა, დანიელ მალდინიმ, „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა - წერია კლუბის ოფიციალურ ტვიტერზე. „როსონერის“ ლეგენდის, პაოლო მალდინის ვაჟის ახალი ხელშეკრულება ხუთწლიანია.

18 წლის დანიელი „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, თუმცა გასულ ზაფხულს პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში, „ბაიერნის“ წინააღმდეგ.

„მილანს“ მიმდინარე სეზონში საქმეები მთლად კარგად ვერ მისდის. 12 ტურის შემდეგ, შავ-წითლები სერია A-ს ცხრილში მე-14 ადგილზე არიან.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი ამჟამად კლუბის ტექნიკური დირექტორია.

0.111174