ფეხბურთი

0:05 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო: შემადგენლობას ორი ფეხბურთელი გამოაკლდა, ერთი - დაემატა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის ბოლო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში შეიკრიბა, სადაც სამი დღის განმავლობაში დარჩება.

შეკრების პირველ დღეს გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ვაისის განკარგულებაში 13 ფეხბურთელი გახლდათ, ხოლო ფეხბურთელების ნაწილი გუნდს 12 ნოემბერს შეუერთდება.

გარდა ამისა, ნაკრებს გამოძახებულ ფეხბურთელთაგან ორი მოთამაშე ტრავმების გამო გამოაკლდა - ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე. მათ ნაცვლად კი, ნაკრებში „საბურთალოს“ მცველი გიორგი რეხვიაშვილი გამოიძახეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, შვეიცარიას ესტუმრება და ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლს დაასრულებს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ამხანაგურად ხორვატიას გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119223