ფეხბურთი

16:16 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე მუშაობს

ბელგიური „გენტის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ესპანური „ვალენსიას“ ინტერესის სფეროში მოხვდა. TodoFichajes-ს ინფორმაციით, „ღამურები“ მომდევნო ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ.

კლუბის მენეჯმენტს კი, დღის წესრიგში ქართველი ფეხბურთელი ჰყავს და ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო კიდეც. როგორც აღნიშნული წყარო წერს, „გენტმა“ ჩაკვეტაძის სანაცვლოდ „ვალენსიას“ 25 მილიონი ევრო მოსთხოვა.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე გაზაფხულიდან მოყოლფებული ტრავმირებულია და მოედანს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დაუბრუნდება.

0.11633