ფეხბურთი

23:40 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტის" ფეხბურთელმა "ფრაიბურგის" მწვრთნელი "იპონზე დასცა" (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის დასკვნითმა მატჩმა „ფრაიბურგსა“ და „აინტრახტს“ შორის სკანდალით ჩაიარა. ფრანკფურტელთა მცველმა დავიდ აბრაჰამმა „ფრაიბურგის“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი წააქცია.

მსაჯის კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როდესაც „აინტრახტი“ აგებდა და აბრაჰამიც ჩქარობდა. ბურთი აუტში „ფრაის“ სათადარიგო სკამისკენ გადავარდა. აბრაჰამმა კი, სწორედ ამ დროს შტრაიხს ხელი ჰკრა და მწვრთნელიც ძირს დასცა.

ლოგიკურია, ამ ეპიზოდს ფეხბურთელთა შორის შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. საბოლოოდ, „აინტრახტის“ ფეხბურთელს მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. მატჩი კი, მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

0.13249