„ლესტერის“ ტრიუმფალური სვლა გრძელდება. შაბათს ბრენდან როჯერსის შეგირდებმა პრემიერლიგაში მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგეს, 15 ბურთი გაიტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს. ახლა ისინი მეორე ადგილზე დგანან და თუ კვირას „ლივერპულმა“ „სიტი“ დაამარცხა, ამ ადგილზე დარჩებიან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, რადგან სანაკრებო პაუზა უწევს. მეორე ადგილი ვახსენეთ და საინტერესო ის არის, რომ თამაშიდან გამომდინარე, იმსახურებენ კიდეც ამ პოზიციას.
ჯეიმი ვარდიმ თავისი მე-11 ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს, შემდეგ კი ჯეიმს მედისონს გაატანინა. ვარდი „ლესტერთან“ ერთად გაცოცხლდა. თებერვლის შემდეგ, როცა „მელიები“ ბრენდან როჯერსმა ჩაიბარა, ვარდიმ 21გოლი გაიტანა.
აი, „არსენალის,“ მით უმეტეს, მათი დამრიგებლის, უნაი ემერის საქმეები კი ვერ მიდის კარგად. ევროპა ლიგისგან განსხვავებით, შენაურ სარბიელზე „მეთოფეები“ რბილად რომ ვთქვათ, ვერ ბრწყინავენ. ემერის გადადგომაზე საუბარი ალბათ ჯერ ნაადრევია, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა...
ფრენკ ლამპარდის „ჩელსი“ სულ უკეთ და უკეთ თამაშობს. შაბათს „არისტოკრატებმა“ „კრისტაკლ პალასს“ 2:0 მოუგეს, ტემი აბრაჰამისა და კრისტიან პულიშიჩის გოლებით. ჭაბუკი აბრაჰამისთვის ეს მე-10 ბურთი გამოდგა წლევანდელ სეზონში და ის მთავარმეგოლე ვარდის მხოლოდ ერთით ჩამორჩება. „ჩელსიმ“ კი ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო პრემიერლიგაში.
მიუხედავად ამისა, ლამპარდი მთლად კმაყოფილი არ დარჩენილა. გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ იმან შემაშფოთა, რომ საკმარისი საგოლე მომენტები ვერ შევქმენითო, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
„როი ჰოჯსონის „კრისტალ პალასი“ კი შესანიშნავი დასაწყისის შემდეგ, ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამედ დამარცხდა.
გადაუღებელი წვიმა საკუთარ სტადიონზე ზუსტად ასახავდა „ტოტენჰემის“ მდგომარეობასო - დაწერა Daily Mail-მა. მართლაც, უკვე მიჯრით მეოთხე ტურია მაურისიო პოჩეტინოს გუნდი გამარჯვებას ვეღარ ახერხებს. ამჯერად „დეზები“ სონის გოლით იგებდნენ, მაგრამ ჯორჯ ბოლდოკმა გაათანაბრა და მერე სტუმარმა დევიდ მაკგოლდრიკმა მეორეც შეაგდო, მაგრამ ვიდეოარბიტრმა გაუუქმა.
ახალწვეული „შეფილდ იუნაიტედი“ კი ხუმრობა ხუმრობაში, ზევით მიიწევს და მეხუთე ადგილზე დადგა.
კვირას კი „ლივერპული“ - „სიტია.“
ინგლისი
პრემიერლიგა. მე-12 ტური. 9 ნოემბერი
ჩელსი - კრისტალ პალასი 2:0
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 525
1:0 აბრაჰამი (52), 2:0 პულიშიჩი (79)
ჩელსი: კეპა, ემერსონი, ზუმა, ტომორი, ჯეიმსი, კოვაჩიჩი, კანტე, პულიშიჩი (ჰადსონ-ოდოი 80), მაუნტი (გილმორი 87), ვილიანი, აბრაჰამი (ბატშუაი 73)
მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი
კრისტალ პალასი: გუაიტა, ვან ანჰოლტი, კეჰილი, ტომკინსი, უორდი (კელი 44), მაკარტური (შლუპი 70), მილივოევიჩი, კუიატე (მაკარტი 82), ზაჰა, თაუნსენდი, აიუ
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
მსაჯი: მაიკ დინი
გაფრთხილება: ვილიანი (17), ემერსონი (31), კოვაჩიჩი (33); ზაჰა (21), მაკარტი (90+3)
ლესტერი - არსენალი 2:0
ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 32 209
1:0 ვარდი (68), 2:0 მედისონი (75)
ლესტერი: შმაიხელი, ჩილუელი, სეიუნჯუ, ევანსი, პერეირა, ნდიდი, ტილემანსი, მედისონი, ბარნსი (პრატი 74), პერესი (გრეი 60), ვარდი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
არსენალი: ლენო, კოლაშინაცი, დავიდ ლუისი, ჰოლდინგი (პეპე 77), ბელერინი, ჩემბერსი, გენდუზი, ტორეირა (უილოკი 80), იოზილი, ლაკაზეტი, ობამეიანგი
მწვრთნელი: უნაი ემერი
მსაჯი: კრის კავანა
გაფრთხილება: ევანსი (55); ბელერინი (69)
ტოტენჰემი - შეფილდი 1:1
ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“ 59 781
1:0 სონი (58), 1:1 ბოლდოკი (78)
ტოტენჰემი: გასანიგა, ორიე (მოურა 86), დევისი, სანჩესი, სისოკო, ალი (ფოიტი 72), დაიერი, ნდომბელე (უინკსი 46), ლო სელსო, სონი, კეინი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
შეფილდი: ჰენდერსონი, ბეშამი, სტივენსი, ბოლდოკი, ეგანი, ო’კონელი, ფლეკი, ნორვუდი, ლუნდსტრამი, მაკგოლდრიკი (ფრიმენი 90+5), მუსე (რობინსონი 87)
მწვრთნელი: კრის უაილდერი
მსაჯი: გრემ სქოთი
გაფრთხილება: დაიერი (2), ფოიტი (80); ნორვუდი (18), ბეშამი (90+1)
ბარნლი - ვესტ ჰემი 3:0
1:0 ბარნსი (11), 2:0 ვუდი (44), 3:0 რობერტო (54 საკ. კარში)
ნიუკასლი - ბორნმუთი 2:1
0:1 უილსონი (14), 1:1 იედლინი (42), 2:1 კლარკი (53)
საუთჰემპტონი - ევერტონი 1:2
0:1 დევისი (4), 1:1 ინგზი (50), 1:2 რიშარლისონი (75)
8 ნოემბერი
ნორვიჩი - უოტფორდი 0:2
0:1 დეულოფეუ (2), 0:1 გრეი (52)
გაძევება: კაბასელე (უოტფორდი 65)