ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ კილიან მბაპეს ყიდვა არავის შეუძლია. გერმანელ სპეციალისტს მთავარ პრობლემად ეკონომიკური მხარე მიაჩნია.
„სპორტული თვალსაზრისით ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც მბაპეს ყიდვა არ შეიძლება. მთავარი პრობლემა ეკონომიკურია, არმგონია, რომ მსოფლიოში არსებობდეს ისეთი გუნდი, რომელსაც მბაპეს ყიდვა პსჟ-დან შეუძლია“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ფრანგ შემტევს ყველაზე ხშირად მადრიდის „რეალთან“ აკავშირებენ.