„არსენალი“ ნახევარმცველ გრანიტ ჯაკას გერმანულ კლუბებს სთავაზობს და მზადაა შვეიცარიელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდოს - წერს Daily Mail.
გამოცემის ცნობით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ ჯაკას კლუბში მომავალი აღარ აქვს. მას საბოლოოდ გაუფუჭდა გულშემატკივრებთან ურთიერთობა და მათ ნდობას, ალბათ ვეღარ დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მე-10 ტურში, „კრისტალ პალასთან“ მატჩის დროს, შვეიცარიელმა „არსენალის“ გულშემატკივრებს შეაგინა.
ჯაკა თავის დროზე წარმატებით თამაშობდა „გლადბახში“ და ლონდონელებს ამიტომ სურთ მისი გერმანიაში დაბრუნება, თუმცა შეიძლება ერთი პრობლემა შეიქმნას: მყიდველებმა სიტუაციით ისარგებლონ და ჯაკას ტრანსფერში ცოტა ფული შესთავაზონ.