სხვა

2:51 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ Volvo Open Cup-ზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 7 ნოემბერს საერთაშორისო ტურნირი "Volvo Open Cup"-ი გაიმართა, სადაც მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ მორიგ წარმატებას მიაღწიეს. ამჯერად მედლების მეორე კომპლექტი სპორტულ ცეკვებში გათამაშდა და ჩვენებურებმა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიამ და გიორგიმ ამ ტურნირზე, 2018 წელს იუნიორთა შორის ოქროს მედლები მოიპოვეს. ამჯერად კი კი უფროსი ასაკის კატეგორიაში წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები.

ჩვენებურებმა დამაჯერებლად იასპარეზეს და ორი პროგრამის ჯამში 182,43 ქულა დაგროვეს. პირველ პოზიციაზე განთავსებულ რუსეთის წარმომადგენლებს სოფია შევჩენკოს და იგორ ჯერემენკოს კი 12 ქულით ჩამორჩნენ. მესამე ადგილზე ფინეთის წარმომადგენელები იუკა ორიჰარა და იუჰო პირინენი გავიდნენ, რომლებმაც 164,37 ქულა დააგროვეს.

აქვე გეტყვით, რომ ქართველები 5-დან 9 დეკემბრის ჩათვლით, იტალიის ქალაქ ტურინში გასამართ გრან-პრის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საპრიზო ადგილების მოპოვებას ეცდებიან.

0.117003