MLS-ს პრეზიდენტმა დონ გარბერმა ESPN-თან საუბარში განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. მისი თქმით, ზლატანი ამერიკულ ლიგას ძალიან სჭირდება, მაგრამ ფეხბურთელი იტალიურმა გუნდმა უკვე შეიძინა.
„ზლატანი საინტერესო პერსონაჟია, საჭირო ფეხბურთელია, როგორც ბექჰემი წლების წინ. ის 38 წლისაა და ახლა „მილანმა“ შეიძნა, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა. მან 2 წელიწადში MLS-ში თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა, იმედი მქონდა, რომ „გალაქსიში“ დარჩებოდა, რადგან ძალიან მომწონს მასთან ურთიერთობა“, - თქვა გარბერმა.
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა და 85 მატჩში 56 გოლის გატანა შეძლო. „გალაქსისთან“ კონტრაქტი შვედ ფორვარდს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.