ფეხბურთი

17:23 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდის შესანიშნავი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

„პარი სენ ჟერმენის“ ტავდამსხმელი მაურო იკარდი ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობს. არგენტინელს ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე კარიერაში მხოლოდ 10 მატჩი (6 „ინტერში“ შარშან, 4 წელს პსჟ-შ) აქვს ჩატარებული და 8 გოლი გაიტანა.

Opta-ს ცნობით, საწყის 10 შეხვედრაში ამაზე უფრო შედეგიანად მხოლოდ სამ ფეხბურთელს უთამაშიათ. სადიო მანემ, სიმონე ინძაგიმ და ჰარი კეინმა 10 თამაშში 9 გოლი გაიტანეს.

აქვე გეტყვით, რომ იკარდის მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე აქვს ნათამაშები, ხოლო პლეი-ოფში პირველად მიმდინარე სეზონში მიეცემა გარჯის შესაძლებლობა, რადგან პსჟ-მ მერვედფინალის საზგური უკვე მოიპოვა.

0.120146