ფეხბურთი

13:51 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონმა, შესაძლოა „ლივერპულთან“ ვერ ითამაშოს

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონ მორაეშმა, შესაძლოა, პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში, 10 ნოემბერს, „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. ამის შესახებ „ქალაქელთა“ მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა.

ბრაზილიელი კარის დარაჯი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, „ატალანტას“ წინააღმდეგ (1:1), შესვენებაზე შეცვალეს. მის მაგიერ მინდორზე კლაუდიო ბრავო გავიდა, რომელმაც 81-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და კარში მცველი კაილ უოკერი დადგა.

„პირველი ტაიმის ბოლოს ედერსონმა დისკომფორტი იგრძნო. უახლოეს ხანში გავარკვევთ, რა დაუშავდა. ის კი ვიცით, რომ კუნთის პრობლემა აქვს. გვინდა, რომ „ლივერპულთან“ ითამაშოს, მაგრამ ვერ გავრისკავთ.

თუ ედერსონმა ვერ ითამაშა, მის ადგილს ბრავო დაიკავებს.“ - უთხრა გვარდიოლამ Mirror-ს.

0.114476