ფეხბურთი

9:07 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა მესის შემდეგ მეორეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-15 სეზონში გაიტანა

მადრიდის „რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, „ბარსელონას“ გენიოსის, ლიონელ მესის მიღწევა გაიმეორა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 15 სეზონში გაეტანა.

თავისი პირველი გოლები ლიგაში ბენზემამ ჯერ კიდევ „ლიონში“ თამაშისას მიითვალა. ფრანგულ კლუბში ის 2004-06 წლებში თამაშობდა.

ამ მხრივ, რეკორდსმენი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, რაიან გიგზია, მას ლიგის 16 სეზონის განმავლობაში გაჰქონდა გოლები.

წუხელ, 6 ნოემბერს, ბენზემამ „გალათასარაისთან“ მატჩში (6:0), დუბლი შეასრულა. ეს მისი 61-ე და 62-ე გოლები აღმოჩნდა ლიგაში და ამ მაჩვენებლით მან რუუდ ვან ნისტერლოის გადაუსწრო (60).

შეგახსენებთ, რომ მესის მთავარ საკლუბო ტურნირში 113 გოლი აქვს გატანილი, რეკორდსმენი კი კრიშტიანუ რონლდუა - (128).

0.11613