ფეხბურთი

15:14 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალში" ჯაკას კაპიტნობა ჩამოართვეს

გრანიტ ჯაკა ლონდონის „არსენალის“ კაპიტანი აღარაა. ამის შესახებ უნაი ემერიმ „გიმარაეშთან“ მატჩის წინ განაცხადა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, შვეიცარიელმა ფეხბურთელმა უკვე ყველაფერი იცის.

„მე მქონდა შეხვედრა ჯაკასთან და ვუთხარი რომ კაპიტანი აღარ იქნებოდა. მან მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება და მე ეს გავაკეთე“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯაკამ „არსენალის“ კაპიტნის სამკლავური მოისროლა გულშემატკივრებთან უთანხმოების გამო. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გრანიტს საპატიო სტატუსი ჩამოართვეს. „მეთოფეებს“ ამიერიდან პიერ-ემერიკ ობამეიანგი უკაპიტნებს.

0.117466