ფეხბურთი

9:48 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

აღშფოთებული კონტე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მარცხის შემდეგ (2:3), „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, აღშფოთებას ვერ მალავდა.

„ბარსელნაშიც იგივე იყო. არა, დღეს უარესი მოხდა. „ბარსელონასთან“ ერთი ბურთით ვიგებდით და წავაგეთ, ამჯერად ორბურთიანი უპირატესობა გავანიავეთ.

მეორე ტაიმის კომენტირება არ მინდა. ჩემი ფეხბურთელები საოცარი სისწრაფით დარბოდნენ და მადლობა მათ ამისთვის. მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს.

არ მაღელვებს რა იქნება იანვარ-თებერვალში. სეზონი უკეთ უნდა დაგვეგეგმა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც პრქატიკულად შეუსვენებლივ თამაშობენ და გადაღლილები არიან. მეორე ტაიმიდან ერთმნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: არ შეიძლება სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაში ყოველ მესამე დღეს შესაძლებლობის ზღვარზე თამაშობდე.

აღშფოთებული ვარ. ზღვარზე ვართ მისული. მეტს ვერაფერს გეტყვით.“ - ციტიერებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

0.116826