ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში „ლეიკერსის“ ცენტრი ენტონი დევისი და აღმოსავლეთში „მილოუკის“ ლიდერი იანის ადეტოკუმპო აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
განვლილ კვირაში, იანისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25.3 ქულას, 13.3 მოხსნას, 6.5 პასს, 2 ბლოკ-შოტს და ერთ ჩაჭრას აგროვებდა.
დევისი კი საშუალოდ ერთ მატჩში 32 ქულას, 13 მოხსნას და 2.7 ბლოკ-შოტს აკეთებდა.