მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ფერნანდო მორიენტესმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა კლუბის ბელგიელი ახალწვეულის, ედენ აზარის შესახებ.
„რონალდუს მსგავსი მოთამაშეების შეცვლა წარმოუდგენელია. აზარი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ბევრი შეუძლია, მაგრამ ის რონალდუ არ არის, რომელსაც ყოველ მატჩში გააქვს გოლი.
ვის ავიყვანდი გუნდში მესის თუ რონალდუს? მაშინ მეც დაგისვამთ კითხვას: რომელი უფრო გიყვართ, დედა თუ მამა? ძალიან რთული არჩევანის წინაშე მაყენებთ. მე ჟოაუ ფელიშს ავიყვანდი, რომელიც 19 წლისაა და კიდევ დიდ ხანს ითამაშებს უმაღლეს დონეზე.“ - უთხრა მორიენტესმა „Известия“- ს.