პრემიერლიგის მე-12 ტურში "ლივერპული" შინ მანჩესტერ "სიტის" დაუპირისპირდება". მანჩესტერელებს ესპანელი შემტევი დავიდ სილვა ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაცია ბრიტანული მედია ავრცელებს.
სილვამ დაზიანება "საუთჰემპტონთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით ესპანელს კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მოედანზე მინიმუმ ერთი კვირა ვერ გამოვა.
მიმდინარე სეზონში სილვამ ინგლისის ჩემპიონატში ორი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელი ინგლისური კლუბის ღირსებას 2010 წლიდან იცავს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 395 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 70 გატანილი გოლი.