პრიმერას მე-12 ტურის მთავარი მატჩები შაბათს გაიმართა, რომლებშიც ვერცერთმა ლიდერმა გაიმარჯვა. „ბარსელონამ“ „ლევანტესთან“ წააგო (1:3), „რეალმა“ „ბეტისს“ (0:0) ვერაფერი მოუხერხა, „სევილიამ“ და „ატლეტიკომაც“ ფრედ დაამთავრეს შეხვედრა (1:1).
შაბათს პრიმერაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა, პირველ-მეორე ადგილებს 22-22 ქულიანი „ბარსელონა“ და „რეალი“ იყოფდნენ. კვირას კი მათ „სოსიდადიც“ დაემატა, რომელმაც ლიდერების სიახლოვეს მოტრიალე „გრანადა“ სტუმრად ბოლოსკენ გატეხა (1:2), არადა, წარმატების შემთხვევაში ოთხეულში „გრანადა“ დაბრუდებოდა.
სოსიდადელთგან დუბლი 27 წლის პორტუმ მიითვალა.
ერთიც ვთქვათ. ბასკები ლიდერებს კი გაუთანაბრდნენ ქულებით, მაგრამ თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.
ესპანეთი
პრიმერა. მე-12 ტური. 3 ნოემბერი
ვალიადოლოდი - მალიორკა 3:0
1:0 ფერნანდესი (40), 2:0 უნალი (50 პენ), 3:0 რამირესი (90+4)
ვილიარეალი - ბილბაო 0:0
ოსასუნა - ალავესი 4:2
1:0 გარსია (20), 2:0 ავილა (26), 2:1 ლაგუარდია (27), 3:1 ტორესი (45+6 პენ), 3:2 პერესი (51 პენ), 4:2 ვილიარი (55 პენ)
ლეგანესი - ეიბარი 1:2
1:0 ენ ნესირი (6), 1:1 შარლესი (17), 1:2 კიკე (84)
სელტა - ხეტაფე 0:1
0:1 კენედი (37)
გრანადა - სოსიედადი 1:2
0:1 პორტუ (21), 1:1 ვადილიო (36), 1:2 პორტუ (89)