მოსკოვის „სპარატაკის“ მეორე გუნდში გოლის გატანა ნიკოლოზ ქუთათელაძემ მოახერხა. 20-წლამდე პრემიერლიგის მორიგ ტურში „სახალხო გუნდი“ „არსენალს“ დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.
18 წლის ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის 69-ე წუთზე მეტოქის დამწუხრებაც შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძე „სპარტაკს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მეორე გუნდში თამაშის შესაძლებლობა ეძლევა.