ფეხბურთი

19:41 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილმა სეზონი საგოლე პასით დაასრულა (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის 2019 წლის სეზონი გამარჯვებით დაასრულა გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგმა“, რომელმაც ბოლო ტურში „ოსტერსუნდი“ საკუთარ მოედანზე 7:1 გაანადგურა.

ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი შეასრულა. 82-ე წუთზე ჯარიმა შეასრულა და რობინ სოდერმა ახლო მანძილიდან გაიტანა.

გიორგიმ სეზონი 28 მატჩში 7 გოლით და 8 საგოლე პასით დაასრულა. „გიოტებორგი“ კი, 48 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა, არადა შეეძლო უფრო წინ წასულიყო, რომ არა სეზონის დასკვნით ნაწილში ჩავარდნა და მიჯრით სამი წაგება დღევანდელ გამარჯვებამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.071883
სარეკლამო ადგილი - 99
X x X