ფეხბურთი

13:48 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დედა: "ფეხბურთში მაფიაა"

კრიშტიანუ რონალდუს დედა დოლორეს ავეირო მიიჩნევს, რომ ფეხბურთში მაფია მძვინვარებს. პორტუგალიელი ქალბატონის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, როგორც მის შვილს ექცეოდნენ, მაფია ზუსტად შეესაბამება ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს.

„ფეხბურთში მაფიაა, ეს არის ყველაზე შესაფერისი სიტყვა. თუ გადავხედავთ, რაც ხდებოდა, დავინახავთ,რომ მაფიაა. ჩემი შვილი ინგლისელი ან ესპანელი რომ ყოფილიყო, ისინი არ გააკეთებდნენ იმას, რაც გააკეთეს. მაგრამ, იმიტომ, რომ პორტუგალიელი, მადეირელია, ეს ხდება.

წლევანდელი „ოქროს ბურთი“? არ ვიცი მოიგებს თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დაიმსახურა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც მთელი წლის განმავლობაში გააკეთა, ეს დამსახურებული პრიზია“, - თქვა დოლორესმა.

0.125079