ფეხბურთი

20:05 | 1.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

10 სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი - კიელინის მიზნები

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბარში სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. ვეტერან იტალიელს კარიერის დასრულებამდე ტიტულების მოგება უნდა.

„მინდა კარიერის დასრულებამდე მაქსიმალური სიამოვნება მივიღო, 10 სკუდეტო მოვიგო, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი. თუმცა, ამ სამიდან ერთ-ერთიც რომ შევძლო კმაყოფილი ვიქნები. ზოგადად, ჩემი კარიერიდან უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს, „იუვენტუსის“ კაპიტანი ვარ, 500 თამაში ჩავატარე, იტალიის ნაკრებში 10 მატჩი - ეს ისტორიული მიღწევებია. მაგრამ სამწუხაროა, რომ 600 მატჩამდე ვერ ავალ ნამდვილად, რადგან ორ წელიწადში კარიერას დავასრულებ.

ბევრ გუნდში არ მითამაშია, გამიმართლა, რომ „იუვეში“ 15 წელი მომიწია დარჩენა, ეს ადვილი არაა. თქვენ შესაფერისი ადგილი უნდა იპოვოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ საუკეთესო გახდეთ“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ჯორჯო კიელინი სეზონის სტარტზე მძიმედ დაშავდა და მოედანზე გაზაფხულამდე ვერ გავა.

0.112602