MLS-ის პლეი ოფის მეორე ნახევარფინალში, „ატლანტა იუნაიტედმა“ „ტორონტოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. უკვე მე-4 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში. თავი ნახევარმცველმა, იულიან გრესელმა გამოიჩინა. შვიდ წუთში „ატლანტას“ მეორე ბურთის გატანაც შეეძლო, მაგრამ ხოსეფ მარტინესმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მე-14 წუთზე სტუმრებმა საპასუხო ბურთი გაიტანეს. გოლის ავტორი ნიკოლა ბენეზე გახლავთ. წერტილი კი 78-ე წუთზე ნიკ დელეონმა დასვა - 1:2 და „ტორონტო“ ფინალშია, სადაც 10 ნოემბერს „სიეტლ საუნდერსს“ შეხვდება.
სიეტლელებმა, მანამდე, პირველ ნახევარფინალში „ლოს ანჯელესი“ 3:1 დაამარცხეს.