ფეხბურთი

20:43 | 29.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ბულგარეთი დასაჯა

უეფამ ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და უახლოეს სანაკრები მატჩს ბულგარეთი უმაყურებლოდ ჩაატარებს. ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში, სოფიაში, ინგლისის ნაკრებთან ბულგარელი გულშემატკივრების რასისტული ქმედებების გამო უეფამ ბულგარელები დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ორი მატჩიდან ერთი პირობითია: თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მსგავსი საქციელი განმეორდება, მაშინ სასჯელი ძალაში შევა და ბულგარეთი მეორე მატჩსაც ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. თუ ხსენებულ ვადაში ინციდენტი არ მოხდება, მაშინ ბულგარეთი მხოლოდ ერთი მატჩით იქნება დისკვალიფიცირებული.

გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციას ფულადი სანქციაც დაეკისრა, 75 000 ევროს ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს, ბულგარეთი - ინგლისის (0:6) მთავარი მსაჯი იძულებული გახდა თამაში ორჯერ შეეწყვიტა რასისტული ქმედებების გამო.

0.115179