კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველ არტურო ვიდალს იტალიაში დაბრუნებას და მილანში „ინტერში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ჩილელი ფეხბურთელის შეძენით ანტონიო კონტეა დაინტერესებული, რომელიც ვიდალს „იუვენტუსიდან“ ძალიან კარგად იცნობს.
თავად ვიდალი ამბობს, რომ „ბარსელონაში“ ბედნიერი არაა, რადგან ძირითად შემადგენლობაში ვერ ხდვება. კონტესთან გატარებულ პერიოდს კი სიამოვნებით იხსენებს.
„ბევრს ვმუშაობ, რომ გუნდი არ დავტოვო და სეზონის მიზნებს მივაღწიო. მაგრამ ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის შეცვლას და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვცდილობ. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაშ ვშრომობდი, ჩემი დრო ჯერ კიდევ არ მოსულა, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ მოვა.
კონტე? მასთან ბევრი ლამაზი მომენტი მაკავშირებს. მისი დახმარებით კარიერაში დიდი ნახტომი გავაკეთე და ერთ-ერთი საუკეთესო გავხდი. ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა და თუ მწვრთნელი გენდობა, გეხმარება, რომ თამაში ბევრად გააუმჯობესო“, - თქვა ვიდალმა.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე არტურო ვიდალთან ერთად 2011-2014 წლებში ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობდა. სამხრეთ ამერიკელმა შესაძლოა „ბარსელონა“ იანვარში დატოვოს.