მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, „ლეგანესთან“ მომავალი მატჩისთვის მომზადების ნაცვლად, ლონდონში გაფრინდა - გვამცნობს El Chiringuito.
ესპანური მედია იმასაც წერს, რომ უელსელი, კუნთის ტრავმის შემდეგ, რეაბილიტაციას გადიოდა, რომელიც მან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში მიიღო ხორვატების წინააღმდეგ.
ამასთან, 30 წლის ფეხბურთელმა „სამეფო კლუბს“ უფლება არ მისცა მისი ტრავმის დეტალები გამოექვეყნებინა. მიზეზად საექიმო საიდუმლო დაასახელა, რომლის დროსაც მედიკოსს უფლება არ აქვს პაციენტის შესახებ ინფორმაცია გასცეს.
პრიმერას მე-11 ტურის მატჩი, „რეალსა“ და „ლეგანესს“ შორის, 30 ოქტომბერს გაიმართება მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე.“