ფეხბურთი

18:10 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

Corriere: France Football-ი "ოქროს ბურთს" რონალდუს გადასცემს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2019 წლის „ოქროს ბურთის“ მოპოვების მთავარი კანდიდატია. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ვირჯილ ვან დეიკს აჯობა და ფრანგულმა გამოცემა France Football-მა არჩევანი მასზე შეაჩერა.

ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ოფიციალური არაა და მხოლოდ იტალიური გაზეთის პროგნოზია. თუმცა, როგორც წყარო იტყობინება, France Football-ის წარმომადგენლები ტურინში იმყოფებოდნენ, სადაც რონალდუს შეხვდნენ და „ოქროს ბურთის“ შესახებ ესაუბრნენ.

ვახშამს „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩიც ესწრებოდა. სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით, იტალიური გამოცემა ვარაუდობს, რომ რონალდუ 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს მოიგებს. გამარჯვების შემთხვევაში რონალდუსთვის კარიერაში მე-6 „ოქროს ბურთი“ იქნება და ლიონელ მესის გადაასწრებს, რომელსაც ამ დროისთვის 5“ოქროს ბურთი“ აქვს.

შეგახსენებთ, France Fotball-ი "ოქროს ბურთის" 2019 წლის მფლობელს ოფიციალურად 2 დეკემბერს დაასახელებს.

0.112201