„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები ანტონი მარსიალი და მარკუს რაშფორდი პრემიერლიგის ისტორიაში საინტერესო კუთხით შევიდნენ.
„ნორვიჩ სიტისთან“ მატჩში ინგლისელმა და ფრანგმა ფეხბურთელებმა პენალტები ვერ გაიტანეს, მაგრამ შემდეგ გოლების გატანა თამაშიდან მაინც მოახერხეს.
Opta-ს ინფორმაციით, პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთ მატჩში ორმა ფეხბურთელი პენალტი გააცუდა, მაგრამ მოედანი უგოლოდ არცერთს არ დაუტოვებია.