ფეხბურთი

19:40 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გადადგეს სტამი - "ფეიენოორდის" ფანების პროტესტი

როტერდამის „ფეიენოორდის“ ქომაგებმა „აიაქსთან“ წაგების შემდეგ გუნდის ავტობუსზე შეტევა განახორციელეს. მათი მთავარი მოთხოვნა კი, მთავარი მწვრთნელის იააპ სტამის გადადგომაა.

როტერდამელ გულშემატკივრებს მოთმინების ფიალა მას შემდეგ აევსოთ, რაც „ფეიენოორდი“ დაუძინებელ მტერ „აიაქსთან“ 0:4 დამარცხდა და თანაც ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა.

ქომაგების პროტესტს რამდენიმე ფეხბურთელი გამოეხმაურა, მათ შორის ლეროი ფერი, რომელმაც თქვა, რომ ისეთივე იმედგაცრუებულნი არიან შედეგებით, როგორც ფანები. თავად სტამს კი, ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ სტამმა „ფეიენოორდი“ ზაფხულში ჩაიბარა, მაგრამ როტერდამელები ერედივიზიონში 11 ტურში მოპოვებული 14 ქულით მე-12 ადგილს იკავებენ.

0.11834