ჰოლანდიის ერედივიზიონის მორიგ ტურში „ალკმაარი“ პსვ ეინდჰოვენს ესტუმრა და 4:0 გაანადგურა, მაგრამ ეს საღამო სტუმართა მცველ პანტელის ჰატციდიაკოსს ბოლომდე კარგად არ უნდა გაახსენდეს.
მატჩის მიწურულს ბერძენმა მცველმა პირდაპირ მოედანზე ორი კბილი დაკარგა. 22 წლის ფეხბურთელმა დაზიანება თანამემამულე კოსტას მიტროღლუსთან შეჯახების შემდეგ მიიღო.
სამედიცინო შტაბი კი, ჰატციდიაკოსს კბილების შენარჩუნებაში დაეხმარა და თამაშის შემდეგ ამ პრობლემასაც საბოლოოდ მოუგვარებდნენ.