ფლორენციის „ფიორენტინას“ ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი შესაძლოა დისკვალიფიკაციით დასაჯონ. ვეტერანმა ფეხბურთელმა რომის „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ გვერდით არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„იები“ აღნიშნულ შეხვედრაში მსჯაობით უკმაყოფილონი იყვნენ, ხოლო ფრანკმა ვერ მოითმინა და იერიში პირდაპირ მსაჯზე მიიტანა,რ აც შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.
იტალიური მედიის ცნობით, რიბერის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. შეგახსენებთ, რომ „ლაციომ“ „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა.