ფეხბურთი

13:47 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ინტერი" დაიღალა"

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "პარმასთან" დასრულებულ იტალიის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ბოლო ექვს დღეში სამი მატჩი ჩაატარა და დაღლილია.

"ამაზე მეტის მოთხოვნა ჩემი ფეხბურთელებისგან არ შემიძლია, რადგან ბოლო ექვს დღეში სამი მატჩი ჩავატარეთ და თან თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით ვიწყებთ შეხვედრებს, სხვადასხვა პრობლემების გამო. ასეთი პროცესი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც დამღლელია." - ციტირებს Sky Italia კონტეს სიტყვებს.

"ინტერმა" "პარმასთან" ფრედ 2:2 ითამაშა და სერია A-ში 22 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

0.114156