გამთენიისას ნციონალური საკალათბურთო ასოციაციის ათი შეხვედრა გაიმართა.
„ჰიუსტონმა“ შინ „ნიუ ორლეანი“ 126:123 დაამარცხა. მატჩის სამი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეოთხე პერიოდში ტეხასელებმა უკეთ ითამაშეს და მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა მოიგეს. „რასელ უესტბრუკმა 28 ქულა, 13 პასი და 10 მოხსნა მიითვალა. რასელმა კარიერაში 139-ე სამმაგი დუბლი შეასრულა, რითაც მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო. ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი 181 სამმაგი დუბლი ოსკარ რობერტსონის ანგარიშზეა, ხოლო უესტბრუკი 139 სამმაგი დუბლით მეორე ადგილზეა. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი ინგრამმა მიითვალა. ჯეიმს ჰარდენს 29 ქულა ჰქონდა.
„ფინიქსმა“ მოულოდნელად „კლიპერსს“ 130:122 მოუგო. მესამე პერიოდის შუა ნაწილში ფინიქსელები დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლოს ანჯელესელები მატჩის ბოლომდე მდევრის როლში გახლდნენ. დევინ ბუკერმა 30 ქულა ჩააგდო. კავაი ლეონარს 2 მოხსნა სამმაგ დუბლამდე დააკლდა. 27 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა.
„სან ანტონიო“ შინ „ვაშინგტონს“ დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წამით ადრე 122:122 იყო, რა დროსაც დემარ დეროზანმა მეტოქის ფარქვეშიდან 2-ქულიანი ჩააგდო და „სან ანტონიოს" მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა ლამარკუს ოლდრიჯის ანგარიშზეა. დეროზანმა 26 ქულა მიითვალა, „ვაშინგტონში“ 25 ქულით და 11 პასით ბრედლი ბილი გამოირჩა.
“მილოუკი“ – „მაიამი“ 126:131 (33:29, 37:24, 23:29, 28:39, ო.ტ. 5:10)
https://www.youtube.com/watch?v=A1VwNeX2sMM
„დეტროიტი“ – „ფილადელფია“ 111:117 (29:28, 28:26, 26:29, 28:34)
https://www.youtube.com/watch?v=iaMcZnx_Daw
„ატლანტა“ – „ორლანდო“ 103:99 (23:26, 29:24, 25:25, 26:24)
https://www.youtube.com/watch?v=QBAfNy3YXM4
„ნიუ იორკი“ – „ბოსტონი“ 95:118 (24:22, 27:24, 25:36, 19:36)
https://www.youtube.com/watch?v=kiY4NcdNQak
„ჩიკაგო“ – „ტორონტო“ 84:108 (23:24, 17:24, 22:36: 22:24)
https://www.youtube.com/watch?v=40pJf6YcKJs
„კლივლენდი“ – „ინდიანა“ 110:99 (26:28, 39:20, 25:26, 20:25)
https://www.youtube.com/watch?v=eavW2TJ37Xw
„ჰიუსტონი“ – „ნიუ ორლეანი“ 126:123 (29:24, 32:37, 36:39, 29:23)
https://www.youtube.com/watch?v=fICyjXNmEmA
„იუტა“ – „საკრამენტო“ 113:81 (35:25, 31:16, 27:17, 20:23)
https://www.youtube.com/watch?v=y8U34fwFnAc
„სან ანტონიო“ – „ვაშინგტონი“ 124:122 (30:26, 30:34, 32:30, 32:32)
https://www.youtube.com/watch?v=VlFDGMqvvng
„ფინიქსი“ – „კლიპერსი“ 130:122 (26:22, 29:33, 36:30, 39:37)
https://www.youtube.com/watch?v=WDvgxwJje08