ჭიდაობა

15:40 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ჭრიკიშვილს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს

აბუ დაბიში მიმდინარე გრან სლემის ტურნირზე ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ტურნირის დასკვნით დღეს ქართველი ფალავანი სერბ ნემანია მაჯდოვს შეხვდება და მესამე კატეგორიის სინჯის მედალის მოპოვებას ეცდება.

ჭრიკიშვილის გარდა დღეს ტატამზე კიდევ 2 ქართველი ძიუდოისტი: 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილი და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილი გავიდნენ, თუმცა ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულეს.

აქვე გეტყვით, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე გრან სლემზე საქართველოს ვერცხლის მედალი მხოლოდ ლუკა მაისურაძემ მოუტანა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეძე ჩვენებური ფინალში კორეელ ლი მუნ ჯინთან დამარცხდა.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

0.115926