ფეხბურთი

2:35 | 26.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

9:0 და მამა-შვილი შმეიხელები

ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ორჯერ მოხდა, რომ ერთმა გუნდმა მეტოქე 9:0 გაანადგურა. პირველად ასეთ შეთხვევას ადგილი 1995 წელს ჰქონდა „ოლდ ტრაფორდზე“, მეორედ 2019 წლის 25 ოქტომბერს - „სენტ მერიზე“.

„ლესტერმა“ „საუთჰემპტონს“ შავი დღე აყარა, 9:0 გაანადგურა და პრემიერლიგის არსებობის განმავლობაში მეორე გუნდი გახდა, რომელმაც მსგავსი სხვაობით იმარჯვა.

პირველად იგივე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოახერხა. ალექს ფერგიუსონის გუნდმა 24 წლის წინათ, „იფსვიჩ თაუნი“ დაიბრიყვა.

შესაბამისად, პრემიერლიგის ისტორიაში ორი მეკარე არსებობს, რომლის გუნდმა 9 გოლი გაიტანა და თავად კარი მშრალად შეინახეს. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ეს მეკარები მამა-შვილი, პეტერ და კასპერ შმეიხელები არიან.

კასპერი გუშინ იცავდა "ლესტერის" კარს ტრიუმფალურ მატჩში, ხოლო მამამისი 1995 წელს, "ოცნებათა თეატრიდან" "იფსვიჩის" რბევით ტკბებოდა.

0.119056