ევროპა ლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბელგრადის „პარტიზანთან“ ჰარი მაგუაირმა უკაპიტნა, მაგრამ ერთი ხანობა დაავიწყდა საპასუხისმგებლო როლი.
თამაშის დაწყებამდე მსაჯებთან ერთად ორივე გუნდის კაპიტანს მოედანი უნდა აერჩია, მაგრამ მაგუაირს მოვალეობა დაავიწყდა. საბოლოოდ, ინგლისელ მცველს მთავარმა მსაჯმა ხავიერ ფერნანდესმა და „პარტიზანის“ კაპიტანმა ვლადიმერ სტოიკოვიჩმა დაუძახეს და შეახსენეს, რომ კაპიტანი იყო...
26 წლის მაგუაირი „მანჩესტერს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და „წითელი ეშმაკების“ რიგებში მხოლოდ 13 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს კაპიტნის სამკლავურისთვის საკმარისი გამოდგა. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ენტონი მარსიალის პენალტით ინგლისელებმა 1:0 მოიგეს.