კალათბურთი

11:51 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კლიპერსმა" "გოლდენ სტეიტს" მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.


"გოლდენ სტეიტმა" შინ "კლიპერსთან" 122:141 წააგო. პირველი სამი პერიოდი ლოს ანჯელესელებმა მოიგეს, ხოლო მეოთხე მეოთხედი ფორმალობაღა იყო.
მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. "კლიპერსმა" გუნდური კალათბურთი ითამაშა, შვიდმა მოთამაშემ მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 22 ქულა უილიამსის ანგარიშზეა. კავაიმ 21 ქულა ჩააგდო.
"ჰიუსტონი" საკუთარ დარბაზში "მილოუკთან" 111:117 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ვისკონსინელებმა 39:24 იმარჯვეს. იანის ადეტოკუმპომ სამმაგი დუბლი შეასრულა, 30 ქულა, 13 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. ტეხასელთა ახალწვეულს რასელ უესტბრუკს 24 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა. ჯეიმს ჰარდენმა 19 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნა მიითვალა.


"დეტროიტი" - "ატლანტა" 100:117 (32:38, 31:22, 18:31, 19:26)
https://www.youtube.com/watch?v=7E7pmUxL6lI

"ჰიუსტონი" - "მილოუკი" 111:117 (30:23, 36:27, 21:28, 24:39)
https://www.youtube.com/watch?v=lYkXRgII5Fs

"გოლდენ სტეიტი" - "კლიპერსი" 122:141 (29:35, 25:30, 33:46, 35:30)
https://www.youtube.com/watch?v=lztfHZA_WM4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127749