შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, სტენ ვავრინკამ, რომელიც ბაზელის ტურნირზე მეშვიდე ნომრადაა განთესილი, გადაწყვიტა წელის ტრავმის გამო, ტურნირში მონაწილეობა აღარ გააგრძელოს - გვამცნობს AFP.
გუშინ, 24 ოქტომბერს, მან ამერიკელ ფრანსის ტიაფოს 6:3, 3:6, 7:5 მოუგო, თუმცა ბოლო გეიმში წელის ტკივილმა შეაწუხა და გადაწყვიტა შეჯიბრს დამშვიდობებოდა.
მეოთხედფინალში ვავრინკას თანამემამულე როჯერ ფედერერთან უნდა ეთამაშა, რიომელიც პირველ ნომრადაა ტურნირზე განთესილი. ახლა, ნახევარფინალში, მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასსა (საბერძნეთი) და ფილიპ კრაინოვიჩს (სერბეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ბაზელის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 219 975 მილიონი ევროა. მოქმედი გამარჯვებული კი როჯერ ფედერერია.