მილანის „ინტერის“ შემადგენლობაში სებასტიანო ესპოზიტოს დებიუტი შედგა, რომელმაც „ნერაძურის“ მთავარი გუნდის მაისური პირველად ჩემპიონთა ლიგაზე მოირგო. აღსანიშნავია, რომ ესპოზიტოს სერია A-ში დებიუტი ჯერაც არ ჰქონია.
იტალიელი შემტევი „დორტმუნდთან“ მატჩში 17 წლისა და 113 დღის იყო და „ინტერის“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა.
მხედველობაში თუ ჩემპიონთა თასსაც მივიღებთ, სებასტიანოს მხოლოდ ჯუზეპე ბერგომი სჯაბნის, რომელსაც დებიუტი 1981 წელს, 17 წლისა და 72 დღის ასაკში ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ესპოზიტო „დორტმუნდთან“ შესანიშნავად ჩაერთო თამაშში და გამოცდილ მატს ჰუმელსს თერთმეტმეტრიანიც გამოსტყუა.