ფეხბურთი

14:21 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ იბრაჰიმოვიჩს ეძახის

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს „ლოს ანჯელეს გალაქსის“ შემტევ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან - წერს Gazzetta dello Sport. გამოცემის ინფორმაციით, ნეაპოლელებმა 38 წლის შვედს, რომელიც ზამთარში თავისუფალი აგენტი ხდება, სეზონის ბოლომდე შესთავაზეს კონტრაქტი, ერთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით.

თავად ზლატანს, ხელშეკრულბის 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმება სურს, ჯამში 5 მილიონევროიანი ანაზღაურებით. „ნაპოლი“ ჯერჯერბით სეზონის ბოლომდე 1,5 მილიონს სთავაზობს. გახანგრძლივების შემთხვევაში კი კიდევ სამს.

იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ადრე იტალიურ „მილანში,“ „ინტერსა“ და „იუვენტუსში“ თამაშობდა, ახლახან განაცხადა, რომ იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნებოდა.

საქმეს ისიც აიოლებს, რომ ნეაპოლელთა მათავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ღიად აცხადებს შვედის მიმართ ინტერესს. მას კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც ეთანხმება.

0.110553