ფეხბურთი

20:05 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ერნანდესის ტრავმა სერიოზულია

მიუნხენის „ბაიერნში“ ტრავმების ეპიდემიაა. პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მატჩში ნიკო კოვაჩს ერთბაშად სამი ფეხბურთელი, ლუკას ერნანდესი, სერჟ გნაბრი და ხავი მარტინესი დაუშავდა.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, გნაბრისა და მარტინესის დაზიანებები სერიოზული არაა და მოედანს მალე დაუბრუნდებიან.

სამაგიეროდ, ერნანდესმა მძიმე ტრავმა მიიღო და უქმობა კარგა ხანს მოუწევს, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ „ბაიერნის“ მცველი ნიკლას ზულე მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებს. „რეკორდმაისტერმა“ „ოლიმპიაკოსი“ 3:2 დაამარცხა და B ჯგუფში 9 ქულით პირველ პოზიციაზეა.

0.11464