დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, „ინტერთან“ შეხვედრას მარკო როისი, მარსელ შმელცერი და პაკო ალკასერი გამოტოვებენ.
სამივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და სწორედ ამიტომ, მილანში გუნდს არცერთი გაჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდს“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს, „ინტერს“ კი ერთი. „სან სიროზე“ ამ გუნდების დაპირისპირება 23 ოქტომბერს გაიმართება.