19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარეობს, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების დაპირისპირების პირველი ტაიმი ვასილ მაიასურაძის შეგირდებმა 4:0 მოიგეს.
მატჩის მე-14 წუთზე ანგარიში მათე ცინცაძემ გახსნა. 5 წუთში, ლუკა კიკაბიძემ ქართველების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 30-ე წუთზე კვიპროსელთა კარი ლუკა ზარანდიამ აიღო. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ლოიზიდესმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია (კ), ცინცაძე, აბურჯანია, კიკაბიძე, თევზაძე, გოროზია, დარციმელია, ზარანდია.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
კვიპროსი: გეორგიუ, კარო, დჯამასი, თერაფონტოსი, კოსმასი, ფრაგკოუ, კატელარისი, ტ.კონსტანტინუ, ლოიზიდესი, ა.პანაიოტუ, მაკრისი.
მთავარი მწვრთნელი: იოანის კონსტანტინუ.
გოლები: 1:0 ცინცაძე (14), 2:0 კიკაბიძე (19), 3:0 ზარანდია (30), 4:0 ლოიზიდესი (45+2, ს.კ.).
გაფრთხილება: კაკაბაძე (16).
მთავარი მსაჯი: დანიილ გრუიჩი (სერბეთი).