ფეხბურთი

17:57 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები: პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველო 1:0-ს იგებს

როგორც იცით, 17:00 საათზე დაიწყო საქართველო-შოტლანდიის 19-წლამდელთა მატჩი. ეს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის VI ჯგუფის II ტურის შეხვედრაა. ამჟამად შესვენებაა და საქართველო 1:0-ს იგებს ნიკა კაჭარავას 28-ე წუთზე გატანილი გოლით. თუმცა, საწყენია, რომ ცეცაძის გუნდი 10 კაცით დარჩა: 43-ე წუთზე მცველმა დავით მთივლიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მწვრთნელმა ცვლილება მოახდინა და კაჭარავას ნაცვლად, გეგეჭკორი შეიყვანა - ისევ ოთხმცველიანი სისტემითაა გუნდი, თუმცა ცენტრფორვარდის გაყვანის ხარჯზე.   

შეხსენებისთვის, საქართველოს ამ მატჩში არ ჰყავს გიორგი ფანცულაია, რომელსაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, სანდოხაძე, დვალი, უბილავა, ცნობილაძე, მარკოზაშვილი, ენდელაძე, არაბული, ზივზივაძე, კაჭარავა (გეგეჭკორი 45).  

0.120305