გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ნიკლას ზიულემ მარცხენა ფეხზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და დღეს ოპერაციას ჩაუტარებენ. აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ზიულემ "აუგსბურგთან" მატჩში ტრავმა შეხვედრის დასაწყისშივე მიიღო და შესაცველი შეიქმნა. აღნიშნული ტიპის ტრავმის დროს სარეაბილიტაციო პერიოდი შესაძლოა 6 თვემდე გაგრძელდეს. ნიკლასმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩის ჩატარება მოასწრო.