ფეხბურთი

2:27 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ანერვიულეს, რომში თრილერი შედგა

იტალიის სერია A სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩინებულად განახლდა. მერვე ტურის პირველ სათამაშო დღეს სამი მატჩი გაიმართა და ორში დაძაბულობა პიკს აღწევდა.

ლიდერმა ტურინის „იუვენტუსმა“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და ბევრი ფიქრობდა, რომ ადვილად მოიგებდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. მაურიციო სარის გუნდი კრიშტიანუ რონალდუმ სწრაფი გოლით დააწინაურა კიდეც, პორტუგალიელისთვის კი, ეს კარიერაში 701-ე გოლი აღმოჩნდა. თუმცა, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა ძალიან სწრაფად აღადგინა წონასწორობა.

მეორე ტაიმში „იუვემ“ ზეწოლა გააძლიერა და მალევე, მირალემ პიანიჩის გოლით ხელმეორედ წინ გავიდა. ტურინელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მომენტები ქარს ატანეს და ბოლოს ამის გამო კინაღამ დაისაჯნენ. ჯერ იყო და მატიას დე ლიხტი შეცდა საჯარიმოში, ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ ხელზე მოხვდა. თითქოს პენალტი გარდაუვალი იყო, მაგრამ მსაჯმა ვიდეორეფერისთან თათბირის შემდეგ სხვაგვარად განსაჯა. ჰოლანდიელს ხელზე ბურთი მას შემდეგ შეეხო, რაც საკუთარი ფეხით აეჭრა ბურთი და ალბათ, სწოედ ამან იქონია გავლენა ეპიზოდზე.

თუმცა, მსაჯის ბოლო კომპენსირებულ წუთზე „იუვენტუსი“ აშკარა გოლს გადაურჩა. ჯერ ხარიხასმოხვდა ბურთი, ეპიზოდი გაგრძელდა და ჯანლუიჯი ბუფონმა შესაშური რეაქცია გამოავლინა, ასაკის მიუხედავად. მერე სასტვენიც გაისმა და „იუვემ“ მოიგო, მაგრამ ინერვიულა და და არც ძალების დაზოგვა გამოუვიდა ჩემპიონთა ლიგის წინ. ტურინელებს 22 ქულა აქვთ და „ინტერს“ 4 ქულით გაასწრეს, მაგრამ მილანელები ამ ტურის მატჩს ხვალ ჩაატარებენ.

მანამდე მერვე ტური ფანტასტიკური თრილერით გაიხსნა. რომში, „ლაციოს“ „ატალანტა“ ესტუმრა და პირველივე ტაიმში მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ლუის მურიელის დუბლითა და ალეხანდრო გომესის გოლებით ბერგამოელებმა მართლაც კომფორტული ჰანდიკაპი მოიხვეჭეს და 69-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ ამ ანგარიშს. აი, რა მოხდა მერე ჯანმპიერო გუნდის თავს, ძნელი ასახსენილია.

ორწუთიან ინტერვალში ჩირო იმმობილემ და კორეამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო მსაჯის დამატებულ მეორე წუთზე ჩირომ პენალტით დუბლი შეასრულა და 0:3-დან 3:3!

ხსენებული ორ მატჩს შორის, „ნაპოლიმ“ „ვერონას“ „სან პაოლოზე“ უმასპინძლა და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე სძლია. არკადიუშ მილიკი გამოდგა გმირი, რომელმაც თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანა და ნეაპოლელებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

„იუვენტუსი“ – „ბოლონია“ 2:1 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 62), პიანიჩი, რაბიო (მატუიდი 73); ბერნარდესკი; იგუაინი (დიბალა 82), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ბოლონია“ (4-2-3-1): სკორუპსკი; მბაიე, ბანი, დანილო, კრეიჩი; პოლი (დზემაილი 82), სვანბერგი (ოლსენი 80); ორსოლინი, სორიანო, სანსონე (სანტანდერი 80); პალასიო

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 რონალდუ (19), 1:1 დანილო (26), 2:1 პიანიჩი (54)

გაფრთხილება: რაბიო (29), ბენტანკური (70) - სანსონე (22), დანილო (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (11) – 7 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

„ლაციო“ – „ჯენოა“ 3:3 (0:3)

გოლები: 0:1 მურიელი (23), 0:2 მურიელი (28), 0:3 გომესი (37), 1:3 იმმობილე (69, პენ), 2:3 კორეა (70), 3:3 იმმობილე (90, პენ)

„ნაპოლი“ – „ვერონა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მილიკი (37), 2:0 მილიკი (67)

თეგებისერია A
0.287319