პრემიერლიგის მე-9 ტურის მთავარი მატჩი კვირას, 20 ოქტომბერს გაიმართება, როცა ლიდერი, „ლივერპული“ „ოლდ ტრაფორდზე“ ოდინდელ მტერს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეწვევა. მანამდე კი ორიოდ სიტყვა შაბათის შეხვედრებზეც ვთქვათ, რომლებსაც სატურნირო ცხრილზე დიდად არ უმოქმედია.
დღის გვიან მატჩში, „სიტი,“ ლონდონში „კრისტალ პალასს“ ეწვია და უპრობლემოდ დაამარცხა მასპინძლები. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოსკენ, გაბრიელ ჟეზუსმა 39-ე წუთზე გახსნა, ორ წუთში კი დავიდ სილვამ სბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამისდაკვალად, „სიტიმ“ „ლივერპულთან“ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.
ფრანკ ლამპარდის ახალგაზრდული „ჩელსი,“ გამარჯვებების სერიას აგრძელებს. შაბათს „არისტოკრატებმა“ მიჯრით მეხუთე მატჩი მოიგეს, აქედან მესამე, პრემიერლიგაში.
ამჯერად, ლონდონელები თავქუდმოგლეჯილები არ გაქცეულან შეტევაში. უბრალოდ აკონტროლებდნენ ბურთს. ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს წარმატებისთვის. და ეს წარმატება მოვიდა. ერთადერთი გოლი ბოლოსკენ მარკო ალონსომ შეაგდო. მას კალუნ ჰადსონ-ოდოიმ გაატნინა. საერთოდ, ამ ჭაბუკმა შუახაზელმა სისიხლი გაუშრო სტუმრებს.
ლამპარდი მართლაც კარგად მუშაობს, „ჩელსი“ ყოველ ტურში უკეთ გამოიყურება.
“ტოტენჰემის“ მერყეობა გრძელდება. ამჯერად, „დეზებმა“ ბოლო ადგილზე მდგარ „უოტფორდს“ ვერაფერი დააკლეს. მეტიც, აგებდნენ და ბოლოსკენ დელე ალის გოლმა მთლად უქულოდ დარჩენას გადაარჩინა. თუმცა, ეს გოლო სტუმართა მეკარის, ბენ ფოსტერის უხეშ შეცდომას მოჰყვა.
მანამდე კი კორეელი სონის უძლიერესი დარტყმა ხარიხას მოხვდა.
„ლესტერმა“ ბოლო ოთხ მატჩში მესამე მოიგო და ამტკიცებს, რომ მიმდინარე სეზონში მთავარ ოთხეულში მოხვედრის პრეტენზია ექნება. ბრენდან როჯერსმა მართალაც შეცვალა გუნდი უკეთესობისკენ. „ბარნლისთანაც“ „მელიებმა“ სწორედ მტკიცე ხასიათის, ბრძოლისუნარიანობის წყალობით გაიმარჯევს და ახლა „ჩელსისთან“ ერთად, 17 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ სატურნირო ცხრილში.
ინგლისი
პრემიერლიგა. მე-9 ტური. 19 ოქტომბერი
კრისტალ პალასი - სიტი 0:2
ლონდონი. „სელჰერსტ პარკი.“ 25 480
0:1 ჟეზუსი (39), 0:2 დავიდ სილვა (41)
კრისტალ პალასი: ჰენესი, ვან ანჰოლტი, ტომკინსი (დანი 83), კეჰილი, უორდი, მილივოევიჩი (ბენტეკე 76), შლუპი (თაუნსენდი 56), მაკარტური, კუიატე, ზაჰა, აიუ
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
სიტი: ედერსონი, მენდი, როდრი, ფერნანდინიო, კანსელუ, დე ბრუინი (ფოდენი 90+1), გიუნდოგანი, დავიდ სილვა (სტოუნზი 80), სტერლინგი, ჟეზუსი, ბერნარდუ სილვა
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გაფრთხილება: მილივოევიჩი (13); სტერლინგი (47)
ტოტენჰემი - უოტფორდი 1:1
ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“ 58 754
0:1 დუკურე (6), 1:1 ალი (86)
ტოტენჰემი: გასანიგა, ვერტონგენი, როუზი, ალდერვეირელდი, ორიე, სანჩესი (სონი 46), სისოკო, მოურა (ლამელა 63), ალი, უინკსი (ნდომბელე 71), კეინი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
უოტფორდი: ფოსტერი, ჰოლე
ბასი, კეტკარტი, კაბასელე, იანმაატი (ფემენია 74), დოუსონი, კლევერლი, პერეირა (ჰიუზი 85), ჩალობა, დუკურე, უელბეკი (დეულოფეუ 4)
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
მსაჯი: კრის კავანა
გაფრთხილება: სანჩესი (13), სისოკო (77), როუზი (89), ალი (90+2); პერეირა (84), ფემენია (88), ოლებასი (90+1)
ჩელსი - ნიუკასლი 1:0
ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 513
1:0 ალონსო (73)
ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ტომორი, ზუმა, ალონსო, ჟორჟინიო, ბარკლი (კოვაჩიჩი 43), ვილიანი, მაუნტი (პულიშიჩი 64), ჰადსონ-ოდოი (ჯეიმსი 90+2), აბრაჰამი
მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი
ნიუკასლი: დუბრავკა, იედლინი, შერი, ლასკელესი, კლარკი, ვილემსი, შონ ლონგსტაფი, მეტი ლონგსტაფი, სენ-მაქსიმენი (გეილი 85), ალმირონი (კეროლი 70), ჟოელიტონი (ატსუ 83)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
მსაჯი: ანდრე მარინერი
გაფრთხილება: ალონსო (23), ტომორი (45+1); კლარკი (43)
ევერტონი - ვესტ ჰემი 2:0
1:0 ბერნარდი (17), 2:0 სიგურდსონი (90+2)
ასტონ ვილა - ბრაიტონი 2:1
0:1 უებსტერი (21), 1:1 გრილიში (45+2), 2:1 თარგეტი (90+4)
გაძევება: მუი (35, ბრაიტონი)
ბორნმუთი - ნორვიჩი 0:0
ვულვზი - საუთჰემპტონი 1:1
0:1 ინგზი (53), 1:1 ჰიმენესი (61, პენ)
ლესტერი - ბარნლი 2:1
0:1 ვუდი (26), 1:1 ვარდი (45), 2:1 ტილემანსი (74)